ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს. როგორც იმედა ბეროშვილი ამბობს, სასამართლოში ამ დრომდე არ დაკითხულა მთავარი მოწმე თენგიზ კალანდია, რომლის ჩვენების საფუძველზეც მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდებულად ცნობა. ადვოკატისთვის უცნობია თუ რა მიზეზით ჭიანურდება საქმის განხილვა. ბეროშვილის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას სხდომებზე ისეთი მოწმეები მოჰყავს, რომლებიც დაცვის მხარისთვის უმნიშვნელოა. დღევანდელ სასამართლო პროცესზეც პროკურატურა გამომძიებლებს კითხავს.