მოზარდების მკვლელობის საქმე - საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. შესაძლოა სასამართლომ მას დღეს განაჩენი გამოუტანოს. მანამდე სხდომაზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება. ადვოკატები შემამსუბუქებელ გარემოებაზე აპირებენ ყურადღების გამახვილებას. წინა პროცესზე დასკვნითი სიტყვით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ის სხდომაზე დასწრებას აპირებს. შეგახსენებთ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.