ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა იმ მოწმის დაკითხვით განახლდება, რომლის დაკითხვაც წინა პროცესზე ვერ დასრულდა. მოწმის დაკითხვას დაცვის მხარე განაახლებს, თუმცა როგორც საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მათ უფლება აქვთ, მოწმეს კითხვები ხელახლა დაუსვან. რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს, როგორც პროკურორმა განმარტა, ყველა მოწმე უშუალოდ ფაქტის შემსწრეა. რაც შეეხება დაცვის მხარის ბრალდებას მოწმეებისთვის "ტრენინგების" ჩატარების შესახებ, პროკურორისთვის ადვოკატების მსგავსი ბრალდება გაუგებარია.