ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობასთან დაკავშირებით - დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. დანაშაულის დაფარვაში სულ ოთხი პირია ბრალდებული. ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და საბოლოოდ მათ გაამართლებენ. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა.