მოზამბიკში ციკლონ "იდაის" შედეგად 3 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა. დაიღუპა ასობით ადამიანი. შიშობენ რომ მსხვერლთა რაოდენობა 1000-ს მიაღწევს. გაერომ მოზამბიკში მძვინვარე სტიქიას მასობრივი კატასტროფა უწოდა. წყალმა 300 კვარდატული კილომეტრის ტერიტორია დაფარა, ქარის სიჩქარემ კი საათში 170 კილომეტრს მიაღწია. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 100 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სტიქიის ზონებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ციკლონი "იდაი" სამხრეთ ნახევარსფეროში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებს შორის ყველაზე მასშტაბურია. სტიქიამ დააზარალა მოზამბიკის მეზობელი ზიმბაბვეც.