მოზამბიკში მასშტაბური ციკლონის "იდაის" გამო ათასობით ადამიანი სტიქიის ზონაში რჩება. ისინი თავის გადარჩენას სახურავებსა და ხეებზე ასვლით ცდილობენ. დატბორილ რეგიონებში ასობით მაშველი მუშაობს. ძლიერ წყალდიდობას მოზამბიკის მეზობელ ზიმბაბვეშიც ებრძვიან. ორივე ქვეყანაში ჯამში სტიქიას 300-მდე ადამიანი შეეწირა, შიშობენ რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. ამას ისიც ემატება, რომ ორივე ქვეყანა საკვები პორდუქტისა და სუფთა წყლის დეფიციტს განიცდის.