თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე რუსული „პაგონების“ ქვემოთ ჩამალულ ადამიანებს მიმართავს და აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. როგორც ხაზარაძე ამბობს, პორტი პარტნიორების, ამერიკისა და ევროპის ინვესტიციებით აშენდება. ბიზნესმენი ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებას გაიგებს იმ დინების შესახებ, რომელიც სამთავრობო უწყებებში, ე.წ. მეხუთე კოლონის სახით ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს ეწინააღმდეგება.