მოვუწოდებ მშობლებს, თუ ბავშვი არ არის აცრილი ორჯერ 1-დან 5 წლის ასაკამდე, აუცილებლად აცრან - ამირან გამყრელიძე - Palitra News

მოვუწოდებ მშობლებს, თუ ბავშვი არ არის აცრილი ორჯერ 1-დან 5 წლის ასაკამდე, აუცილებლად აცრან - ამირან გამყრელიძე

2019-05-24 20:55:48+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუ 1-დან 5 წლის ასაკამდე ბავშვი წითელაზე ორჯერ არ არის აცრილი, აუცილებლად აცრან. მისი თქმით, ბაღებსა და სკოლებში, ბავშვების წითელაზე ასაცრელად რეგისტრაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება გადაცემადი დაავადებების სეზონს, რა დროსაც ტკიპები აქტიურობენ, ამირან გამყრელიძის თქმით, ტკიპები დათბობისთანავე დაიწყებენ სხვადასხვა დაავადებების გადატანას, რის გამოც მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.