"ნაციონალები მოძრაობის" წევრები კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისის შესაძლო ამოღებას აპროტესტებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა , გიგა შუშანიამ აღნიშნა, კონსტიტუციიდან აღნიშნული ჩანაწერის ამოღება ქუთაისისთვის ძალიან ცუდი იქნება. კონსტიტუციაში ჩანაწერი, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრულია ქუთაისი, შესაძლოა შეიცვალოს და საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი საერთოდ არ იყოს მითითებული.