თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეები გარევაჭრობის დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. საპროტესტო აქციას მხარდაჭერას უცხადებს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ გარევაჭრობას ცივილური ფორმა მიეცეს. ლაშა ჩხარტიშვილი მოითხოვს, რომ საქართველოს მოქმედმა პარლამენტმა განიხილოს და დაუყონებლივ დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც გარევაჭრობის რეგულირებას ეხება. ჩხარტიშვილმა დღეს კომენტარი ვადაგასული პროდუქციის შესახებაც გააკეთა. თბილისის მერიის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ჩხარტიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პროდუქცია გადასაყრელად იყო გამზადებული და სარეალიზაციოდ არ გამოიყენებოდა.