თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით იგი არჩევნებს აკვირდება როგორც რიგითი მოქალაქე და იგი ამომრჩეველს არც გასაუბრებია. მისივე თქმით მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები მშვიდად ჩატარდეს. როგორც სესიაშვილი ჟურნალისტებს მთაწმინდის მე-5 საარჩევნო უბანზე განუცხადა მეორე ტურის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.