სხვადასხვა დაავადების ცნობადობის ამაღლების კამპანიები ყოველწლიურად მეტ მნიშვნელობას იძენს. წელს მსოფლიომ აპრილი სტენოკარდიის თვედ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) სამუშაო ჯგუფის და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინიციატივი, სტარტი აიღო „სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების“ კამპანიამ, რომელშიც 54 ქვეყანაა ჩართული. აღნიშნულ ინიციატივას საქართველოც შეუერთდა და 4 აპრილს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სოციალური პროექტის „სტენოკარდიის საინფორმაციო კამპანიის“ სახელწოდებით „მოუსმინე შენს გულს“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ლოკალურად საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პარტნიორობით ხორციელდება. მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართა იმერეთის, სამეგრელოს და აჭარის სამედიცინო საზოგადოებასთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა კახეთის სამედიცინო საზოგადოებასთან.