პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში საკუთარ თავთან შესახვედრად მივიდა. პრეზიდენტი ჯერ ზვიად კვაჭანტირაძის, მოგვიანებით კი ეკა ბესელიას კაბინეტს სტუმრობდა, თუმცა ვიზიტის დეტალებზე ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა. კიხთვაზე, თუ ვისთან შესახვედრად იმყოფებოდა პრეზიდენტი პარლამენტში, ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთწინადადებიანი პასუხი გასცა: "ჩემს თავთან". პარლამენტში მოგვიანებით თქვეს, რომ ეს პრეზიდენტის მეგობრული ვიზიტი იყო.