გორის მუნიციპალიტეტის სოფლების არბოს და ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ორდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ,მიხეილ ბიძინაშვილმა და ჯუმბერ ბექაურმა ცხინვალის იზოლატორი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ დაწესებული 2000 რუბლის გადახდის სანაცვლოდ დატოვეს. ჯუმბერ ბექაური დაკავების დეტალებზე არ საუბრობს. რაც შეეხება მიხეილ ბიძინაშვილს, იგი აცხადებს, რომ მისი დაკავება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. საქართველოს მოქალაქეების დაკავების უკანონო ფაქტებს ქართული მხარე ერგნეთში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად გააპროტესტებს.