კომპანია "აგროლეინი" გადამუშავებულ მოცვსა და ჟოლოს ექსპორტზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაიტანს. კომპანია წლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოსა და 56 ტონა გაყინულ მოცვს აწარმოებს. პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იყიდება. საწარმოში ძირითად სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიაში მიმდინარე წელს 1 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის ბაღებში 10 ტონა მოსავალს ელოდებიან. შპს "აგროლეინი" 2016 წელს აშენდა.