ახალი ტექნოლოგია, რომელიც ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს, რამდენიმე წამში განსაზღვრავს, სუფთა გვაქვს თუ არა ხელები. მოწყობილობა, რომლის ზომაც ჩვეულებრივი საშრობისას არ აღემატება, თვალის დახამხამებაში პოულობს სახიფათო მიკრობებს, ციფრულ მონიტორზე კი გარკვევით ჩნდება ინფორმაცია, კონკრეტულად რა ადგილზე დარჩა მიკროორგანიზმები. ახალი ტექნოლოგია სულ მალე დაინერგება რესტორნებსა და საავადმყოფოებში, შემდგომში კი მას ალბათ ბევრი სახლშიც დაამონტაჟებს.ამერიკელი სპეციალისტების გამოკვლევამ ცხადყო, რომ ყველაზე მეტი ჭუჭყი ადამიანს ფრჩხილებში უგროვდება. ექიმები გვირჩევენ, საფუძვლიანად და ხანგრძლივად-მინიმუმ 20-30 წამის განმავლობაში ვიბანოთ ხელები, რათა საკვებთან ერთად კუჭ-ნაწლავში დაავადებათა გამომწვევებიც არ მოხვდეს.