ავსტრალიელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმში სიმსივნის ამოცნობა 10 წუთში შეუძლია. მეცნიერებმა ტესტი მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც აღმოაჩინეს, რომ წყალში სიმსივნური უჯრედების ამოცნობა შესაძლებელია. მკვლევარები ოქროს ნაწილაკებით გაჯერებულ სითხეში ათავსებენ ადამიანის დე-ენ-ემ-მასალას, რის შემდეგაც აკვირდებიან სითხის ფერის ცვალებადობას. სითხეში სიმსივნური უჯრედების აღმოჩენისას ის ინარჩუნებს თავდაპირველ ფერს, ჯანმრთელ უჯრედებთან ურთიერთქმედებისას კი, ოქროს ნაწილაკები სითხეს ფერს უცვლის. მეცნიერები ამ ტექნოლოგიას მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევენ, რადგან დაავადების მკურნალობის წარმატებას განაპირობებს მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა.