Belle არის მსოფლიოში პირველი სმარტ კარის ზარი, რომელსაც შეუძლია მიესალმოს თქვენს სტუმრებს და მათი შეტყობინებები გადმოგცეთ. ზარი Wi-Fi-ის მეშვეობით უკავშირდება თქვენს სმარტფონს და გატყობინებთ ვინ არის კარზე. მოწყობილობას მისი შემქმნელები პირად კარისკაცს ადარებენ, რომელიც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს. გარად ამისა, ის გატყობინებთ როდესაც დაუპატიჟებელი სტუმრები ან უცცო პირები რეკავენ კარზე. ზარს შეუძლია სტუმართან კომუნიკაციის დამყარება და მისთვის პასუხის გაცემა. გარდა ამისა, მას აქვს დეტექტორის სისტემა, რომლის მეშვეობით შეუძლია ამოიცნოს ადამიანები ვინც ხშირად გსტუმრობენ. ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ დაგიტოვონ ვიდეო ან ხმოვანი შეტყობინება როდესაც სახლში არ იმყოფებით. როგორც ამბობენ, დაგეგმილი შეხვედრების დროს მას შეუძლია ავტომატურად გაუღოს თქვენს მეგობარს ან ახლობელს კარი. როდესაც სტუმარი ხელმეორედ მოდის, ზარი ავტომატურად ცნობს მას ვიდეო თვალის მეშვეობით. მას აქვს HD კამერა, და ინფრარედ ღამის ხედვა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს თქვენი სახლის ტერიტორიას და გაწვდით ინფორმაციას, როდესაც თქვენი სახლის კარს რამე ან ვინმე უახლოვდება. თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ დაარეგულიროთ მისი პროგრამა, რომ ცრუ გაფრთხილებები არ მიიღოთ.