შვედეთში, ქალაქ სტოქჰოლმის დასავლეთით მდებარე ქალაქი ესკილსტუნა მოწყალების მიღების მსურველებს რეგულაციას უწესებს. შვედეთში ეს პირველი ქალაქია, სადაც ქუჩაში მოწყალების თხოვნით გასულ ადამიანებს ამ უფლების მიღებისთვის ფულის გადახდა მოუწევთ. ნებართვა დაახლოებით 25 დოლარი ღირს. ესკილსტუნას მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოწყალების მიღების მსურველთათვის ახალი ზომის შემოღებას მხარი 2018 წლის მაისში დაუჭირა.