Motorola კლასიკური დიზაინის დასაკეც სმარტფონს 13 ნოემბერს წარადგენს. ამ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კომპანია Motorola-მ მომხმარებელთა სურვილის გათვალისწინებით გადაწყვიტა ყველასთვის კარგად ცნობილი კლასიკური დიზაინის დასაკეცი მობილურის მსგავსი დიზაინის სმარტფონი - Motorola RAZR-ი გამოუშვას.
აღსანიშნავია, რომ Motorola ახალი სმარტფონის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროვებდა, თუმცა, სოციალურ ქსელებში მისი ფოტოები უკვე გავრცელდა.
კომპანია თავდაპირველად, 3 ფერის - თეთრ, შავ და ოქროსფერ სმარტფონებს გამოუშვებს, რომელთა სავარაუდო ღირებულებაც ათას 500 დოლარი იქნება.