15:32
15 აპრილი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მოტივტივე სახელმწიფო - როგორ იქნება მცურავი კუნძული, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება
06-04-2021

21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კლიმატის ცვლილება და ადამიანთან ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს შეცვლაა. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, 2100 წლისთვის გლობალური დათბობის შედეგად წყლის დონე დაახლოებით 0.8 მეტრით გაიზარდება, რის შედეგადაც გადასახლება სულ მცირე 190 მილიონ ადამიანს მოუწევს. ამ გამოწვევების შესაჩერებლად და შეცვლილ გარემოზე ადაპტაციისთვის არაერთი ქვეყნის მეცნიერები მუშაობენ.

ზღვის დონის მატებასთან ადაპტაციის ერთ-ერთ გზად მცურავი სახელმწიფოების აშენება განიხილება, სადაც მუდმივად ცხოვრებას ათასობით ადამიანი შეძლებს. The Guardians-ის მიხედვით, მსოფლიოში პირველი მცურავი სახელმწიფო OCEANIX CITY გახდება, რომელიც 75 ჰექტარ ტერიტორიაზე იქნება გაშლილი და მასში ცხოვრებას მინიმუმ 10 ათას ადამიანი შეძლებს. როგორც ცნობილია მცურავი სახელმწიფო ათობით პატარა კუნძულის ერთობლიობა იქნება, სადაც თითოეულ მათგანს განსხვავებული ფუნქცია და დანიშნულება ექნება.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დასრულდება მცურავი სახელმწიფოს მშენებლობა. პროექტმა იმდენად დიდი ინტერესი დაიმსახურა, რომ კუნძულზე საცხოვრებელი სახლების შეძენის მსურველი ათასობით ადამიანია.

AutoPlay
აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა ნახევარ წელიწადში 1,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
შეზღუდვების გამო თურქეთში შესაძლოა, 800 ათასამდე რუსი ტურისტი ვეღარ ჩავიდეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ვაშინტგონი ციფრულ იუანს დოლარისთვის საფრთხედ განიხილავს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლისას ვაქცინაციის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები მაინც შეეხებათ
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
საქართველოში კარტოფილის ფასი ისტორიულ მინიმუმზეა - მარაგი დიდია, იმპორტი კი იზრდება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
რეგიონები, სადაც ყველაზე მეტ ადამიანს უჭირს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები