ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში თბილისის გარკვეული უბნებიდან და რუსთავიდან გამოძახებებმა იმატა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, გამოძახებები ძირითადად დაფიქსირდა ვარკეთილში, დიდი დიღომში, გლდანში, ნუცუბიძის პლატოზე და ასევე რუსთავში. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე ხეებიდან ტოტები მოტეხა. ასევე სარეკლამო ბანერები და საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია ავტომანქანები.