თბილისის ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მანდატურის სამსახურმა მაღალი კლასების მოსწავლეების შემოწმება დაიწყო. კერძოდ, როგორც მოსწავლეები აცხადებენ, მანდატურები მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით სკოლაში შესვლისას ჩანთებს ამოწმებენ. „მანდატურის სამსახურის“ ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის განცხადებით მათ გონივრული ეჭვის საფუძველზე მოსწავლეების პირადი გასინჯვის უფლება აქვთ. დირექციის წარმომადგენელთან ერთად.