მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. თუმცა, როგორც "პალიტრანიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ. თუმცა ასევე მშობლებსა და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ-სწავლება აირჩიონ.