ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირთა პროცესზე მოსამართლემ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები განიხილა და საქმეს დაურთო. ამ დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე 5 პირია ბრალდებული, მათგან სამი პატიმრობაში რჩება. ადვოკატი ამბობს რომ ბრალდება აბსურდულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული და ეს არსებით განხილვაზე გამოჩნდება. დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდა, მათ შორის ბრალდებულებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და საპატიმრო ღონისძიების შეცვლა გირაოთი, თუმცა, მოსამართლემ არც ერთი მათგანი არ გაიზიარა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი განმარტავს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დანაშაულს აღიარებს და ინანიებს. კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატი კი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დანაშაული მტკიცებულებებით არ დასტურდება.