მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში პოლიტიკური ემიგრაციის ძეგლი გაიხსნა. გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფებოდნენ. იდეა ოთარ ზურაბიშვილს ეკუთვნის. როგორც თავად არნიშნავს მონუმენტი იმის სიმბოლოა, რომ ქვეყნის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა. მემორიალი ოთარ ზურაბიშვილმა და დავით ზალკალიანმა საქართველოს ჰიმნის ფონზე ერთად გახსნეს. სტელა მოქანდამე დარეჯან ბერეკაშვილმა შექმნა.