იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პოლიტიკოსების მწვავე განცხადებების ადრესატები ხდებიან. „ ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მათ მოსყიდულს და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ დაქვემდებარებულებს უწოდებს. დეპუტატი ირმა ინაშვილი კი აღნიშნავს რომ საჭიროა სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეორგანიზაცია,ამასთან, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას და ამ მიმართულებით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ითხოვს. განსხვავებული შეხედულება აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. ეკა ბესელიას განცხადებით კომიტეტს ჯერ არ განუხილავს კანდიდატები რადგან მათ არ ჰქონდათ ბიოგრაფიები კონკრეტული პირების, მისი თქმით კომიტეტი გამოითხოვს, შეისწავლის ყველა არსებულ მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს რეკომენდაციებს.