სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიის ცნობით, აქციაში მონაწილეობას 4 000-მდე ადამიანმა მიიღო. ამასთანავე საპროტესტო აქცია გაიმართა სანკტ-პეტერბურგშიც. ამჯერად დემონსტრაციები რუსეთის კომუნისტური პარტიის მიერ იყო ორგანზიებული. ისინი მთავრობის გადადგომასა და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. აქციების დაწყების მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებს მოსკოვის საქალაქო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლებს. გასულ შაბათს ბოლო ათწლეულის განამვლობაში რუსეთში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეობა 60 000-მდე ადამიანმა მიიღო.