რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 29 ივნისამდე ხანგრძლივდება.
დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ეპიდემიის მატების გამო ქალაქში საბავშვო მოედნები და სათამაშო სივრცეები დახურული რჩება, ძალაში რჩება ასევე რესტორნების, კაფეების და კლუბების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვაც, რომლებსაც ღამით მუშაობა ეკრძალებათ.
ამასთან, ექსპერიმენტის სახით, მოსკოვში 19 ივნისიდან 29 ივნისამდე რამდენიმე COVID-free რესტორანი ღამის საათებშიც იმუშავებს, რომლების ყველა თანამშრომელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იქნება, რაც შეეხება ვიზიტორებს, ისინი ვაქცინირებული ან ვირუსისგან განკურნებულები უნდა იყვნენ.
ამასთან, იხურება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მოწყობილი გულშემატკივართა ზონები და მასობრივ ღონისძიებებზე იკრაძელბა 1 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება. თეატრები და კინოდარბაზები ღია დარჩება.
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 17 260 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის 1-ელი თებერვლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.