10:22
4 ივლისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მოსკოვში დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება
01-06-2020

მოსკოვში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოველებს დღეიდან გარეთ სასეირნოდ გასვლის ნებას დართავენ, თუმცა სახლიდან გამოსული ადამიანებისთვის პირბადეების გამოყენება სავალდებული იქნება. გარდა ამისა, დღეიდან დედაქალაქში იხსნება მაღაზიები და ავტოსალონები, თუმცა სოციალური დისტანციისა და დეზინფექციის რეჟიმის მკაცრი დაცვით. როგორც მომხმარებელმა, ასევე პერსონალმა პირბადეები და ხელთათმანები უნდა გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ სეირნობა და გარეთ ვარჯიში დროის გარკვეულ მონაკვეთში იქნება ნებადართული. ვარჯიშის უფლება დედაქალაქის მოსახლეობას ყოველ დღე, დილის 9 საათამდე ექნებათ, სეირნობის კი დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე, მაგრამ კვირაში სამ დღეს.

დედაქალაქის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, წესების დაცვას პოლიცია და ადმინისტრაციულ-ტექნიკური ინსპექციის თანამშრომლები გააკონტროლებენ.

AutoPlay
პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
"ვინც არ მოეწონებათ სცემენ" - ფოთში მოკლული ახალგაზრდის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი კრიმინალური ავტორიტეტის დაჯგუფებამ გაიტაცა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
თურქეთში ფოიერვერკების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 73 დაშავდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ევროკავშირის ელჩი საზღვრების გახსნაზე საუბრობს
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0465 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები