მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას 41 ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აეროპორტში საგანგებოდ დაშვებისას "აეროფლოტის" თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები ლაინერიდან გამოსვლას საავარიო გამოსასვლელიდან ცდილობდნენ. ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. 33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა. 5 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც "აეროფლოტის" წარმომადგენელები აცხადებენ, თვითმფრინავი იძულებული გახდა საგანგებოდ დაშვებულიყო ტექნიკური მიზეზების გამო, თუმცა, ზუსტი მიზეზი არ დაასახელეს. მომხდარის გამო, შერემეტიევოს აეროპრტიდან რეისების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადაამისართეს.
"აეროფლოტის" ლაინერი "სუხოი სუპერჯეტ 100" შერემეტიევოს აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 18:02 წუთზე აფრინდა. იგი ქალაქ მურმანსკში მიფრინავდა. თუმცა, აფრენიდან მაველევე პილოტმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა.