მოსკოვის ტვერის სასამართლომ, კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს პატიმრობა მიმდინარე წლის 15 ივნისამდე გაუგრძელა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, მასთან ერთად პატიმრობაში კიდევ სამი განსასჯელი, ნიკოლაი ნიკოლაევი, გარსონ გამიდოვი და საველი გონოვიჩევი დატოვეს. ზაქარია კალაშოვი, იგივე „შაქრო მალადოი“ გასული წლის ივნისში დააპატიმრეს. მოსკოვში მდებარე რესტორან Elements-ის მეპატრონისგან 8 მილიონი რუსული რუბლის გამოძალვა ედება ბრალად.