მოსკოვში პოლიციამ დედაქალაქის ცენტრში მინიმუმ 100 ადამიანი დააკავა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მსვლელობის დაწყებისას. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთში სხვადასხვა ქალაქში პარალელურად გაიმართა ნავალნის მხარდამჭერი აქციები, სადაც მედია ასობით ადამიანის დაკავების შესახებ იუწყება. მანამდე ხელისუფლებამ აქციები უკანონოდ გამოაცხადა. ცნობისათვის საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის არაერთ ქალაქში დაიგეგმა. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.