თბილისის მერიასთან "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებლის, ნატა ფერაძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. ნატა ფერაძე რამდენიმე დღეა თბილისის მერიასთან შიმშილობს. მისი მოითხოვნა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადადგომა და მთლიანად დეპარტამენტის საქმიანობისა და სტრუქტურის შეცვლაა.