ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც პალიტრანიუსს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს, მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 აპრილს გიორგი მამალაძემ შიშმილობა გამოაცხადა. მისი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთადერთი მოთხოვნაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა.
იხილეთ:
ციანიდის საქმეზე დაკავებულმა დეკანოზმა საპატიმროში შიმშილობა დაიწყო