თხილის მოსავლის აღება თითქმის სრულად დასრულებულია. მოცულობა კი, სამიზნე მაჩვენებელ, 60 000 ტონას აღემატება. ამის შესხებ, "ბიზნესპრესნიუსთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსავლის მესამედი უკვე გასულია ექსპორტზე. საექსპორტო ქვეყნებში კი კვლავ იტალია და გერმანია ლიდერობენ.
რაც შეეხება თხილის რეალიზაციის ფასს, საფასური დამოკიდებულია ხარისხზე და გაუტეხავის ფასი მერყეობს 5-დან შვიდლარნახევრამდე, გულის ფასი კი ერთი კილოგრამზე დაახლოებით, 15 ლარია.
ცნობისთვის, 2020 წელს თხილის მოსავალმა 50 ათასი, ხოლო 2019 წელს - 35 ათასი ტონა შეადგინა. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 2021 წლის სეზონის დასაწყისში მოსავლის 10-15%-ით ზრდას ელოდა.