პარლამენტის ბიუროს 11 თებერვლის სხდომაზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები წარედგინება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ვენეციის კომისიამ 2017 წლის 19 ივნისის დასკვნაში ცალსახად აღნიშნა, რომ მიესალმება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის გამოყენებას 2025 წლამდე. ახალი კანონპროექტის ინიციატივას ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები აწერენ ხელს.