პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს აფასებს. როგორც კვაჭანტირაძემ პალიტრა ნიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესი უფრო სანახაობაა ვიდრე რაიმე სერიოზული ღონისძიება. მისივე თქმით, პრობლემა არის მთლიანად პროცედურასა და კანონმდებლობაში, რომლითაც მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს.