იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა დემონიზება ხდება. გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ მოსამართლეთა დემონიზებაში ჩართული სუბიექტები, მათ შორის ზოგიერთი არამოსამართლე წევრიც ცდილობს, რომ უსაგნო ცილისწამებით და ლანძღვით მოიპოვოს პოლიტიკური ქულები. ის ასევე აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისტორიული პროცედურა ჩაატარა.