პარლამენტთან პარტია "სამართლიანობისთვის" ახალგაზრდული მოძრაობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, მდუმარე საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით: "არა სასამართლოს ოკუპაციას".
აქციის ერთი-ერთი მონაწილის განცხადებით, მოსამართლეთა სია "წარსულის გადმონაშთებით" არის დაკომპლექტებული და მათი პროტესტიც სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეობს.