უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ განმარტა, უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესია განხილვის დაწყებამდე დეპუტატებს კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ჰქონდეთ, რაც ინიციატორებმა გაიზიარეს. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 18 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება.