მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ბიზნესმენ ფადი ასლის სასამართლოში უჩივის. სარჩელი საქალაქო სასამართლოში კაკაბაძის ადვოკატმა კობა ბოჭორიშვილმა შიეტანა. სარჩელი შეეხება მოსამართლის წინააღმდეგ პატივის და ღირსების, ასევე საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას. მოსამართლე კაკაბაძე კანონის შესაბამისად ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, ფინანსური მოთხოვნა 20 000 ლარს შეადგენს. საქმე ეხება ფადი ასლის გაკეთებულ განცხადებას, სადაც ვლადიმერ კაკაბაძის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები British American Tobacco და Philip Morris დაახლოებით 90 მილიონი დოლარით დაჯარიმდნენ. ფადი ასლი აცხადებდა, რომ მოსამართლე კორუმპირებულია.