მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია, დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს იმ დადგენილებას ასაჩივრებდა, რომლითაც საკრებულომ ზვიად ნაზღაიძეს მილიონ ლარამდე ქონება და ფულადი თანხა გადასცა. საქმეზე რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა და მხარეები საქმის არსებითი განხილვისთვის ემზადებოდნენ, თუმცა დღევანდელ პროცესზე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოწინააღმდეგე მხარემ შუამდგომლობა დააყენა საქმის შეწყვეტის თაობაზე. შუამდგომლობის საფუძველი საკრებულოს დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლა იყო, რაც მოსამართლემ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა.