ვისოლ ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანიას დღეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მოგების მარჟა აქვს. სოსო ფხაკაძის განცხადებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებში საწვავის ღირებულება დამოკიდებულია ლარის კურსსა და საერთაშორისო ფასებზე. ვისოლ ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, თუ კომპანიას ფასის კლების შესაძლებლობა მიეცემა, საწვავის ღირებულება დაიკლებს. ცნობისთვის, ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა ცოტა ხნის წინ კონკურენციის სააგენტომაც დაიწყო, თუმცა შუალედური ანგარიში უწყებას ჯერ-ჯერობით არ გამოუქვეყნებია.