ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესდება თუ არა ქვეყანაში კვლავ მკაცრი შეზღუდვები, ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე უკვე დაწესებული ზომების პროცესის გამკაცრებაზეა საუბარი, თუმცა, მინისტრის მოადგილის თქმით, თუკი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, მობილობის შეზღუდვის გარკვეულ მექანიზმებს ისევ გამოიყენებენ.
მისივე განმარტებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების, ქორწილების და სხვა სოციალური ღონისძიებების შეწყვეტა და მისი შეზღუდულ ფარგლებში ჩატარება.