თვის ბოლოს სემეკის მიერ დადგენილი ბუნებრივი აირის ტარიფის მოქმედების ვადა იწურება. მანამდე კი მარეგულირებელი კომისია გაზის გადასახადის ახალ საფასურს დაადგენს. გაიზრდება თუ არა მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მოხმარების სანაცვლოდ გადასახდელი თანხა, ეს 26 დეკემბერს გახდება ცნობილი. ექსპერტების ვარაუდით კი გაუფასურებული ლარის პირობებში, ბუნებრივი გაზის ტარიფის მატება გამორიცხული არ არისსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გოჩა შონია ამბობს, რომ ტარიფში ლარის კურსთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ყველა ის კომპონენტი რომელიც ტარიფის ფორმირების პროცესში მონაწილეობს. სემეკის წევრის თქმით, დეპარტამენტი კომპანიების მიერ გაწეულ ხარჯებს ჯერ კიდევ აჯამებს. დღეის მდგომარეობით, თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 46 თეთრია. ბუნებრივი აირი უფრო ძვირად ფასობს რეგიონებში და მისი ღირებულება 56-57 თეთრს შეადგენს