20:28
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მოსალოდნელია თუ არა სიგარეტის კიდევ უფრო გაძვირება?
05-01-2016
კომპანია "ომეგას" იმ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც "ფილიპ მორისის" გაძვირებული სიგარეტები იყიდებოდა, ამ ბრენდის თამბაქო საერთოდ აღარაა განთავსებული. დახლებიდან გამქრალია "პარლამენტი", "მარლბორო", "ჩესტერფილდი" და "ელ ემი", რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის სამმაგ ფასად იყიდებოდა.

"ფილიპ მორისის" ნაწარმზე ფასის ზრდისა და მისი დეფიციტის ერთ-ერთ მიზეზად კომპანიის მიერ დისტრიბუტორ "ომეგასთან" თანამშრომლობის შეწყვეტა დასახელდა. თამბაქოს გაძვირება უცნაურად დაემთხვა აქციზის განაკვეთის ზრდას.

აქციზის განაკვეთის ზრდა ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე დასახელების თამბაქოს ფასზე აისახა და სიგარეტი საშუალოდ 20 თეთრით გაძვირდა. იმპორტიორი კომპანიების ნაწილში კი აცხადებენ, რომ ფასის შემდგომი მატება მარაგების ამოწურვის შემდეგ მოხდება.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები