20:56
27 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მოსალოდნელი ცხელი დღეების გამო ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე დღით გადაიდო
29-06-2018

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი შეიცვალა:

ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).

AutoPlay
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველომ COVID-19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ გეგმა წარადგინა - მარიამ ქვრივიშვილი
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საუბრები რეალურ საფუძველს მოკლებულია - დიმიტრი პესკოვი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მაშინ, როდესაც ვაქცინები მდიდარ ქვეყნებში იმედს აჩენენ, მსოფლიოს დიდი ნაწილი შეიძლება მის გარეშე დარჩეს - ჯანმო-ს ხელმძღვანელი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პატრიარქმა პრეზიდენტს ნინოობა მიულოცა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჯანდაცვის სექტორი ბიზნესთან თანამშრომლობისა და მუდმივი კომუნიკაციისთვის მზად არის
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პარლამენტში უმრავლესობისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები