საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. როგორც კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის უმთავრეს პრობლემად ეკონომიკურ სიძნელეების მიღმა, საქართველოზე რუსეთის გავლენას მიიჩნევს.
IRI-ის განმარტებით, კვლევა არ მოიცავს 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. თუმცა მისი შედეგები წარმოაჩენს მოსახლეობის იმედგაცრუებას რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკასთან მიმართებაში, ასევე იმედგაცრუებას ეკონომიკური და პოლიტიკური სტაგნაციის გამო.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 73 პროცენტი უმწვავეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, რომელსაც ჩამონათვალში ცხოვრების ხარჯები და სიღარიბე მოსდევს.