თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, ქალაქში არსებული ავტოფარეხები აიღონ და მათ ნაცვლად ბაღები, სკვერები და სპორტული მოედნები გაშენდეს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავისი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ. კალაძის ინფორმაციით, მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, პროექტის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.